კოვიდინფიცირება სკოლებში – თელავში 2 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მე-2 და სოფელ ქვემო ხოდაშენის საჯარო სკოლებში კოვიდ 19- ის 2 შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ” რეგიონულ კვირას” თელავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნული სასწავლო დაწესებულებები არ დაიხურება და დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ის კლასები გადავლენ, სადაც ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა.

“სკოლების დახურვის საშიშროება ამ ეტაპზე არ დგას, ვირუსი გამოუვლინდა თელავის მე-2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის და ქვემო ხოდაშნის სკოლის 1 მოსწავლეს, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ეს კონკრეტული კლასები განაგრძობენ სწავლას ონლაინ რეჟიმით”,- განაცხადა ლევან მრელაშვილმა.

აღნიშნული კლასის მოსწავლეები 2 კვირიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები