ბაკურციხის სკოლაში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა – სკოლა კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, რისი მიზეზიც სკოლაში კოვიდ 19- ის დადასტურების შემთხვევა გახდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” გურჯაანის რესურცენტრში განუცხადეს, ვირუსი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელსა და ბუღალტერს დაუდასტურდა.

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენედაციის საფუძველზე, სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ზუსტად არ ვიცი, რამდენ პირთან ქონდათ შემხებლობა პედაგოგებს”,- განაცხადა დალი მინდიაშვილმა.

ბაკურციხის საჯარო სკოლაში, დისტანციურ სწავლება 2 კვირის განმავლობაში იქნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები