ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან, 126 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან, იმერეთში 126 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 573, საიდანაც, 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 467. მძიმე პაციენტია 559 პირი, იმერეთში – 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან 14 იმერეთში.
292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
2 897 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები