ამბროლაურში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მონიტორინგი უტარდება

ამბროლაურის მერიის არქიტექტურული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გასულ წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ, – ამის შესახებს მერიაში განაცხადეს.

მათი თქმით, ამჯერად, ზედამხედველობის
სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგის მიზნით, სოფელ ჭრებალოს ამბულატორიის შენობა, წესის ხელოვნურსაფარიანი მოედანი და ქვიშარის ბიბლიოთეკა შეამოწმეს.

როგორც ამბროლაურის მერიაში განმარტავენ, დასრულებული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მიზნად ისახავს საგარანტიო პერიოდის გამოყენებით, წარმოშობილი ხარვეზებისა და დაზიანებების აღმოფხვრას-განაცხადეს ონის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები