გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი მძიმედ დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ავარიის დროს მიღებული სხეულის დაზიანებებით, ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.

როგორც ” რეგიონულ კვირას” საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, მცირეწლოვანს მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, რაც შეეხება, მძღოლს, ამ წუთებში ოპერაცია უკეთდება.

“ქალს უკეთდება ოპერაცია, მას აღენიშნება მუცლის ღრუს დახურული ტრავმა”,- განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები