დღეს ცაგერში მაქსიმობა აღინიშნება
3 თებერვალს ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერში ღვთისმეტყველის, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავენ.
საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავამდე ლიტანიობა გაიმართება, ბოლოს კი წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში პარაკლისი აღევლინება.