რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა ცაგერსა და ლენტეხს უკავშირდება
ბოლო 24 საათის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოში ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
„რეგიონული კვირა“ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს თეა გურგუჩიანს და ლენტეხის ეპიდემილოგს ლამზირა ბენდელიანს ესაუბრა.
სპეციალისტების განმართებით სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ლენტეხის, 2 კი ცაგერის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, თუმცა გადამდებლობის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან სამივე მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ცაგერსა და ლენტეხში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში 40- მდე ადამიანი იმყოფება.