აქცია ჩხოროწყუში – შეკრებილები მერის გადადგომას მოითხოვენ

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მერიასთან კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, მათი მთავარი მოთხოვნა მუნიციპალიტეტის მერის გადადგომაა, რადგან მათი თქმით, მისი პასუხისმგებლობაა რამდენიმე დღის წინ მომხდარი. საქმე ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს ეხება.  რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები