23 ახალი შემთხვევა, 39 გამოჯანმრთელებული – აჭარაში ეპიდვითარება დასტაბილურდა
აჭარაში სამი თებერვლის მონაცემებით კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 825 პირი.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით ბათუმის კოვიდ კლინოკებში მკურნალობას გადის
174 პირი, მათ შორის 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება .
კოვიდ სასტუმროში – 114 მოქალაქეა მოთავსებულო, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 193 ადამიანი იმყოფება.