კახეთში კოვიდ 19-ის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19- ით ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან 50 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა, აჭარა – 23, იმერეთი – 126, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 45, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 69, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 788 პირი გამოჯანმრთელდა ხოლო 13 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები