“გიორგი ერბოწონაშვილი მაგ დროს შენობაში არ იმყოფებოდა” – საგარეჯოს მერიაში მერისა და ადგილობრივის დაპირისპირებას უარყოფენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მერს, გიორგი ერბოწონაშვილს ნასვამი მამაკაცი თავს დაესხა, უარყოფენ.

როგორც “რეგიონულ კვირას” მერიაში განუცხადეს, ინციდენტის დროს, გიორგი ერბოწონაშვილი შესვენების საათებით სარგებლობდა და შენობაში არ იმყოფებოდა.

“ერთ-ერთი ადგილობრივი, ნასვამი, იმ დროს შემოვიდა Მერიაში, რა დროსაც კანცელარია შესვენების გამო ადგილზე არ იმყოფებოდა, მათ შორის არც გიორგი ერბოწონაშვილი, რის გამოც მას ფიზიკურად ვერ ექნებოდა შემხებლობა მამაკაცთან, რომელიც არც მისი კლასელია და არც ნაცნობი”,- აცხადებენ მერიაში.

ინციდენტის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გაურკვეველი მიზეზით შევიდა მერიაში, რის შემდეგაც დაცვამ მისი შენობიდან გაყვანა სცადა. ადგილობრივი დერეფნის მინას დაეჯახა და ჩაიმსხვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ- ის 187- ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები