“საპირფარეშოში ვიდეო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნათესავმა ბავშვმა გადაიღო “ – რას პასუხობს ლია ჯალაღონია ბრალდებებს

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნაირა ციმინტია “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ მოსწავლე, რომელმაც მერიის საპირფარეშოს დალაგების ამსახველი ვიდეო გადაიღო, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნათესავია. ციმინტია აქედან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია ინფორმირებული იყო სად და რა მიზნით იმყოფებოდნენ მე-2 სკოლის მოსწავლეები. ნაირა ციმინტია იმასაც ამბობს, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე მშობელი შეხვედრაზე დაიბარა და მისი თქმით, მშობლებს ფაქტის შესახებ საჩივრის დაწერა მოსთხოვა.

თავის მხრივ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და “მტკნარ სიცრუეს” უწოდებს.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები