სოფელ გურჯაანში ბავშვები სააღმზრდელო პროცესს რეაბილიტირებულ ბაღში დაიწყებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მცხოვრები ბავშვები, სააღმზრდელო პროცესს რეაბილიტირებულ ბაღში დაიწყებენ. საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაობს, ადგილზე
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„კახეთის რეგიონის მასშტაბით 4 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 2020 წელს რეგიონში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე, 70-მდე საბავშვო ბაღის ნაწილობრივი რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

„სოფელ გურჯაანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა, პროექტის ჯამური ღირებულება 75 000 ლარს შეადგენს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს 18 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება, სამუშაოები ძირითადად სველი წერტილებისა და სამზარეულო ოთახების კეთილმოწყობას მოიცავს “,- აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.
მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 18 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები