ცოფით ინფიცირებულმა ტურამ შინაური ცხოველები დაკბინა – ქობულეთის სოფლებში კარანტინი დაწესდა

ქობულეთის ოთხ სოფელში – ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას და და ქაქუთში 60-დღიანი კარანტინია გამოცხადებული. რადგან სოფელ ჯიხანჯურში ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნატო ქარდავამ განაცხადა, რომ ცოფის შემთხვევა სამჯერ ერთსა და იმავე სოფელში – ჯიხანჯურში გამოვლინდა, თუმცა კარანტინი მიმდებარე სოფლებშიც გამოცხადდა.
„ამავე სოფლებში ვაქცინაცია ჩავუტარეთ ყველა შინაურ ცხოველს, მოსახლეობას ევალება არ გაუშვან შინაური ცხოველები გარეთ გარკვეული პერიოდით“- ამბობს ნატო ქარდავა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები