მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები – გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი პროექტები. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის გურია მონაწილეობს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები