ჩხოროწყუს მერი: ბუნებრივია, მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ამ თემით სპეკულირება უზნეობაა

მზად ვართ ნებისმიერ დროს პასუხი გავცეთ გამოძიების ნებისმიერ კითხვას – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ განუცხადა.

გოგუას განცხადებით, მერია დაინტერესებულია, რომ ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეების მიერ მუნიციპალიტეტის მერიის შენობის საპირფარეშოს დალაგების ფაქტს ნათელი მოეფინოს.

“არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს, ეს პირველ რიგში ჩვენ ინტერესებშია. ბავშვებს ეხება საქმე და ეს ძალიან ფაქიზი თემაა.ბუნებრივია მომხდარის გამო მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მე ამას არ გავურბივარ, პირიქით, პირველ რიგში მე ვარ დაინტერესებული რომ ყველაფერი გაირკვეს.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან მისი მერის პოზიციიდან გადადგომის მოთხოვნას, დათო გოგუას თქმით, “ამ თემით სპეკულირება არის უზნეობა” .

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები