ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ქალი რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რეგიონულ კვირას” ქედის მუნიციპალიტეტშიც უდასტურებენ. ქედაში მსუბუქი ავტომობილი სოფელ აგარაში, ხევში 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

გარდაცვლილი ქედის, სოფელ აგარის საჯაროს სკოლის პედაგოგია, რომელიც მეზობლების თქმით, სახლიდან სკოლაში მიდიოდა. რა დროსაც მას გზაში შველი შეხვდა და შეჯახების აცილების მცდელობის დროს მანქანა ხევში 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები