სოფელ თელაში ახალი საბავშო ბაღი შენდება

სოფელ თელაში ახალი საბავშო ბაღი შენდება. მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ბაღის მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდება ეზო, მოეწყობა გასართობი საბავშვო მოედანი და ატრაქციონი.
50 აღსაზრდელზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 762 280 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლოსათვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები