“ბრალდებები უსაფუძვლოა”-ქუთაისის აუდიტის სამსახურში “ნაცმოძრაობის” წევრის განცხადებას პასუხობენ

“უმნიშვნელო ხარვეზები არის, თუმცა კორუფცია არა”,- ამის შესაᲮებ
ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე გაგა სანდუხაძე აცხადებს.
მისი განმარტებით, “ნაცმოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა და შიდა აუდიტის დასკვნაში კორუფციაზე საუბარი არ არის.
“შიდა აუდიტის დასკვნაში, ნამდვილად არის საუბარი გარკვეულ ხარვეზებზე, თუმცა არა იმ მასშტაბის, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.რაც შეეხება ბრალდებებს კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა”,-Აღნიშნა სანდუხაძემ.
როგორც მან განმარტა, ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დაწყებულია.
მან ასევე ისაუბრა, ერთ-ერთ ბრალდებაზე, რაც მერის ინფორმირებულობას შეეხებოდა და განმარტა, რომ მერი იმ დროს ვიცე-მერის პოზიციაზე იყო და ის რეაგირებას ვერ მოახდენდა.
ცნობისთვის, “ენმ” ქუთაისის საკრებულოს წევრმა, გიგა შუშანიამ მერიის საბინაო სამსახური კორუფციაში დაადანაშაულა. შუშანიას თქმით, 2017-2020 წლებში საბინაო სამსახურმა სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები