აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი: ხელვაჩაურში მეფრინველეობის ფერმა მოეწყობა

გიორგი სურმანიძე-მეფრინველეობის მიმართულებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერმა მოეწყობა, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება იგეგმება.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, აგროსერვის ცენტრის დირექტორთან ერთად, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულ ბენეფიციარს ეწვია და ფერმის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საგრანტო პროგრამის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსებით 99 631 ლარია. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 000 000 ლარს. აგროსერვის ცენტრი ბენეფიციარებს, მათ მიერ წარმოდგენილი განაცხადის საინვესტიციო ღირებულების 70 % -ს აფინანსებს.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა-18 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები