შრომის ინსპექციამ ბათუმში რესტორანი დააჯარიმა
შრომის ინსპექციამ ბათუმში, რესტორანი დააჯარიმა. გეგმური მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ რესტორანში დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება გაიმართა. რის გამოც რეაგირება მოხდა და მეპატრონე დაჯარიმდა. დაწესებულებაში 10-ზე მეტი პირი იმყოფებოდა.
,,ვახორციელებდით გეგმიურ მონიტორინგს რა დროსაც გამოვავლინეთ სოციალური თავშეყრა რესტორნის დახურულ სივრცეში. აღნიშნული ქმედება საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით აკრძალულია და ამავე დადგენილების საფუძველზე მოხდა სოციალური ღონისძიების შეჩერება და გამოყენებული იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით”, – განაცხადა მანანა ვეფხვაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის ინსპექტორმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში პირველი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტი, განახლდა სკოლებში სასწავლო პროცესის ჩატარება. გაიხსნა რესტორნები და კაფე ბარების ღია სივრცეები. შეზღუდვების ნაწილი კი ამ ეტაპზე ძალაში რჩება.