წყლის სათავე-ნაგებობების რეაბილიტაცია, გზების ინფრასტრუქტურა – რა სამუშაოები განხორციელდა სოფელ კარდენახში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 2020 წელს ის სამშენებლო ინფრასტრუქტურა განხორციელდა, რაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“წყლის სათავე ნაგებობის და სოფელთან დამაკავშირებელი ქსელის რეაბილიტაცია, ე.წ. სესიაანთ უბნის და ტეტელოაანთ უბნების გზების მოწესრიგება (პირველი ეტაპი), ბანკის ჩასასვლელი გზის და ი. ნონეშვილის მუზეუმთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია (ll ეტაპი) . ასევე, სოფელ კარდენახᲘს მოსწავლეები სწავლას რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში განაგრძობენ. სოფლის ახალგაზრდებისთვის მოეწყო მინი მოედანი და ამ ეტაპზე, სპორტული დარბაზის მშენებლობაც მიმდინარეობს. 2020 წელს, სოფელ კარდენახში ახალი ჭაბურღილი მოეწყო და განხორციელდა წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციაც, ასევე მოხდა შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები