1 664 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთით 80ამდე ოჯახი ისრგებლებს-მანავის ციხესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრულდება
მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის. სამუშაოებს კომპანია „დინ გრუპი” აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1260 000 ლარია, რომელიც როგორ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე საგრანტო თანხით არის დაფინანებული. 1 664 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთით 80-მდე ოჯახი ისრგებლებს.