ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 158 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან იმერეთის რეგიონში 158 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე, რეგიონში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 686, საიდანაც: 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 229, აჭარაში – 181, იმერეთში – 485. მძიმე პაციენტია 575 პირი, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 44, იმერეთში – 146.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 119, აჭარაში- 5, იმერეთში – 16.
283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში.
2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევაა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები