მოწესრიგებული სველი წერტილები და ცენტრალური გათბობის სისტემა- ახალციხის 16 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა
2020 წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ 16 საჯარო სკოლაში 19 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოები სველი წერტილების, შენობის სახურავის, ცენტრალური გათბობის სისტემის, საქვაბის, სპორტული დარბაზის, გარე პანდუსისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებდა.
ცნობისთვის, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის პირობებში, შესაბამისი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.