დღეს გამოვლენილი კოვიდინფიცირების 858 შემთხვევიდან 44 კახეთში დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან 44 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 158, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 50, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 85, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათში, კოვიდ 19- ით საქართველოში 14 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები