ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 6 პაციენტი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 426 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 44-ს დაუდასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. მათგან სამი გუდაუთის საავადმყოფოში – 84 და 60 წლის მამაკაცები და 57 წლის ქალი. ამდენივე რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში – 48 და 75 წლის ქალები და 59 წლის მამაკაცი. ჯამში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით 178 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის 11564 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებული კი 9902 პირია.