ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-ით გაიზარდა
ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 49-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 158, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 50, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 85, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.