85 ახალი ინფიცირებული და 84 გამოჯანმრთელებული პაციენტი – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 84-მა პაციენტმა დაამარცხა.
რაც შეეხება ეპიდვითარებას, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია:
რუხის კლინიკაში იმყოფება 58 კოვიდ პაციენტი
სენამედის კლინიკაში 31 კოვიდ პაციენტი მათ შორის 5 მძიმე პაციენტია. ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურს გადის – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 5 პაციენტი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში – 25 პაციენტი, მათ შორის 3 მძიმე
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 9- პაციენტი
სენაკი ლაზიკა მედის კლინიკაში ამდრომდე 21 პაციენტი რჩება.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 195 ადამიანი მკურნალობს. მათგან 11-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 56 ადამიანი რჩება.