აჭარაში შეზღუდვები თითქმის სრულად მოიხსნა – რას ფიქრობენ ადგილობრივები რეგულაციების შემსუბუქებაზე

პირველი თებერვლიდან აჭარაში შეზღუდვები თითქმის სრულად მოიხსნა. კერძოდ, ბათუმსა და აჭარაში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. სასწავლო პროცესი გაგრძელდა სკოლის შენობებში, გარდა მაღალმთიანი აჭარის რამდენიმე სკოლისა, სადაც სწავლა ისევ დისტანციურად გაგრძელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად რამდენიმე მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმის გამო რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის  7-დღიანი მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, რეგიონში გაიხსნა მაღაზიები, მუშაობა განაახლეს მოლებმაც. ასევე ფუნქციონირებს ღია კაფეები.

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მაინც რჩება რამდენიმე რეგულაცია, რომელიც ადგილობრივებმა უნდა დაიცვან.  თებერვლის განმავლობაში  უქმე დღეებზე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. კვების ობიექტები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ.
ასევე ძალაში რჩება გადაადგილებაზე შეზღუდვაც 2:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.
მუშაობას ვერ განაახლებენ სარიტუალო დარბაზები, შესაბამისად შეზღუდვა ქორწილსა და ქელეხზე ძალაშია.
არ გაიხსნება საბავშვო ბაღები.
არ განაახლებენ შენობაში სწავლების პროცესს პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებიც.
მთავრობის ცნობით, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან. გარდა ამისა, მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას, ხელსაყრელი ეპიდემიოლოგიური ვითარების შემთხვევაში, პირველი მარტიდან აანონსებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები