კახეთში კორონავირუსით 105-ე პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში კორონავირუსით 105-ე პაციენტი გარდაიცვალა. ხანდაზმული მკურნალობის კურსს რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა.
დღის განმავლობაში ვირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 10 856- მდე გაიზარდა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა ასე გამოიყურება: ახმეტა-4, გურჯაანი-16, დედოფლისწყარო -1, თელავი -5, ლაგოდეხი-5, საგარეჯო-8, სიღნაღი -3 და ყვარელი -8 .
ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 600 მოქალაქე, მათ შორის 513 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 87 იმყოფება კოვიდ- კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 615- ია , თვითიზოლაციიდან კი 86 ადამიანი მოიხსნა.
დღეს 142 პაციენტი გამოჯანმრთელდა , ჯამში კი ვირუსი 10 151 – მა მოქალაქემ დაამარცხა.