თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანებებით მოათავსა.
თვითმხილველების თქმით, თელავი-ახმეტის დამაკავშირებელ გზაზე ახმეტისკენ მოძრავ BMW- ს მარკის ავტომანქანს გზა გადაუჭრა NISSAN- ის მარკის მანქანამ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.