“ხალხი გამოცოცხლდა და სიხალისე დაეტყოთ” – როგორ შეხვდა რუსთავი შეზღუდვების შემსუბუქებას

საქართელოში დღეიდან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.

„რეგიონული კვირა“ დაინტერესდა თუ როგორ მიდიოდა მიმდინარე პროცესი რუსთავში და როგორ შეხვდა რუსთავის მოსახლეობა შეზღუდვების გამარტივებას.
ასევე ვესაუბრეთ რამდენიმე მაღაზიის მენეჯერს, თუ როგორ ახერხებდნენ დაწესებული შეზღუდვების დაცვით სრულფასოვანი მომსახურება გაეწიათ მომხმარებლისთვის.

როგორც ჩვენთან საუბრისას მაღაზია „ uno shoes”- ის მენეჯერმა თამარ ფილაურმა განაცხად, მთავრობის მიერ დადგენილ წესებს ასრულებენ და ამაში მთელი გუნდია ჩართული.

„დღეს როგორც ყველა სხვა მაღაზია ჩვენიც გაიხსნა, რაც ძალიან გვაბედნიერებს და გვახარებს, რაც შეეხება რეკომენდაციებს ყველას პირნათლად ვასრულებთ,ვუზომავთ ტემპერატურას, მომხმარებლები იმუშავებენ ხელებს ასევე გვაქვს დეზო ბარიერი და რა თქმა უნდა დაცულია დისტანცია“,- თქვა თამარ ფილაურმა.

რუსთავის მაღაზიებთან არ შეინიშნება ხალხის სიმრავლე და რიგები. “რეგიონული კვირა” მომხმარებლებსაც გაესაუბრა, თუ როგორ შეხვდნენ აღნიშნულ სიახლეებს.
მათი თქმით, ისინი მიესალმებიან  შეზღუდვების მოხსნას და იმედოვნებენ რომ ნელნ-ელა ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოწვეული მდგომარეობა შემსუბუქდება.

„მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები მაღაზიების გახსნას. ადამიანები ცოტა გამოცოცხლდნენ და თუ დააკვირდებით, სიხალისე შეიმჩნევა. ტანსაცმელი შევიძინე ახლა და ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულეს კონსულტანტებმა. თუ ყველა გამოვიჩენთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ძალიან მალე, იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება“,- თქვა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები