ფუნქციურ ზონებად დაყოფილი ახალი სკვერი – რა გეგმები აქვს ბორჯომის მერიას მიმდინარე წელს

მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია დაბა ახალდაბაში სკვერის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მერიიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორია დაყოფილია ფუნქციურ ზონებად. გასართობი სივრცე მოიცავს საბავშვო მოედანს და ატრაქციონებს.

“სკვერის მთავარი ბილიკი დეკორატიული ქვაფენილით მოპირკეთდება და ლამპიონებით განათდება”,-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები