ახალციხეში მაღაზიის მშენებლობაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 35 წლამდე პირი, რომელიც ადგილობრივ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანს.
როგორც რეფერალურ ჰოსპიტალში განმარტავენ, პაციენტს წვივზე ოპერაცია ჩაუტარდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.
ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.