სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ახალციხეში დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი ახალციხეში დაფიქსირდა.
სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 530 გახდა.

“რეგიონების მიხედვით 8 შემთხვევა ასე გადანაწილდა: 1 ადიგენი,
6 ახალციხე და
1 ბორჯომი”, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ.

მისივე განმარტებით,
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 287 პირი:

ადიგენის – 120 პირი; ასპინძა – 38 პირი;
ახალციხე – 54 პირი;
ახალქალაქი – 10 პირი;
ბორჯომის – 62 პირი;
ნინოწმინდის – 3 პირი.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 87 პაციენტი გადის მკურნალობას.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 4 234 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები