შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მედიაში მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი, ილია კვაღინიძე მედიაში მისი მისამართით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ჩემს შესახებ, მათ შორის ვრცელდება სხვადასხვა ფოტოსურათი, რაზეც მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, რომ მე ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ერთ ფოტოზე ვჩანვარ, რომელიც გადაღებულია ჩემი მეგობრის სახლის აივანზე. ასევე, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მე ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი 16-წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს მიმუშავია აღნიშნულ დეპარტამენტში. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს და მე „ვატერორებდი“ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე არის ტყუილი. თუკი სადმე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქციაზე ვყოფილვარ, ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით”, – წერს ილია კვაღინიძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები