პრემიერი: შს მინისტრი მეც ვიყავი და შსს-ში არის ძალიან კარგი და სწორი პრაქტიკა, სამხარეო დეპრარტამენტების უფროსების როტაციის

შს მინისტრი მეც ვიყავი და მინდა გითხრათ, შსს-ში არის ძალიან კარგი და სწორი პრაქტიკა, სამხარეო დეპრარტამენტების უფროსების როტაციის, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სამხარეო დეპარტამენტის უფროსების როტაცია კარგი პრაქტიკაა.

“ზოგადად ძალიან მიჭირს ჭორებზე საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში გიპასუხებთ. შს მინისტრი მეც ვიყავი და მინდა გითხრათ, შსს-ში არის ძალიან კარგი და სწორი პრაქტიკა, სამხარეო დეპრარტამენტების უფროსების როტაციის.
ეს უმნიშვნელოვანესი პრაქტიკაა. ადრე მე ვნიშნავდი ახლა გომელაური ნიშნავს – ეს ნორმალურია, ასე ხდება ხოლმე ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც”,- აღნიშნა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები