ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი საჯარო სკოლები შენდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 30 წლის შემდეგ, ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა გრძელდება.
სოფელ ჰერეთისკარში 150, ხოლო სოფელ კაბალში 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების მშენებლობა წელს დასრულდება. რეაბილიტაცია უტარდება სოფ. ნინიგორისა და სოფ. კაბლის N1 საჯარო სკოლებს, ოთხივე სკოლა კეთილმოეწყობა სპორტული მოედნებით და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 987 873.97 ლარი დაიხარჯა.
შეგახსენებთ, მუნიციპალიტეტში მილენიუმის პროგრამის ფარგლებში, ქ. ლაგოდეხის №1, სოფ. აფენის №1, ვარდისუბნისა და განჯალის სკოლის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები