გიორგი გახარია: რიკოთს აქვს ახლა უმნიშვნელოვანესი ეტაპი მაგისტრალის შემდგომი განვითარებისთვის

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იმერეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ათვალიერებს. მინისტრმა რიკოთის გვირაბის სამშენებლო პროცესები მოინახულა.
“რიკოთს აქვს ახლა უმნიშვნელოვანესი ეტაპი მაგისტრალის შემდგომი განვითარებისთვის, ეს გვირაბი იქნება ყველასთვის ცნობილი რიკოთის გვირაბის პარალელური.
სულ იქნება 800 მეტრი, პირველი ეტაპი 2022 წლის მეორე ნახევარში დასრულდება და იქნება ყველაზე დიდი გვირაბი, ვიდრე ქვეშეთკოვი დასრულდება, რომელიიც 9 კმ-ზე მეტია. პანდემიის პირობებში არცერთი დღით ინფრასტრუქტურული პრობლრმები არ შეჩერებულა და არ გაჩერდება”,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
რიკოთის მშენებლობაში სულ 2 700 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 2000 საქართველოს მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები