ონის მერია: ყველა პედაგოგს, მოსწავლესა და მშობელს წარმატებულ, მშვიდობიან და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ
დღეიდან ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, – ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრში განაცხადეს.
მათივე განმარტებით ონის ყველა საჯარო სკოლაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები სრულად იყო დაცული და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
„ყველა სკოლაში თვალსაჩინო ადგილას დეზობარიერები სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებითაა განთავსებული, სკოლის შესასვლელებთან მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მიზნით, თერმოსკრინინგი ხორციელდება. უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. ყველა პედაგოგს, მოსწავლესა და მშობელს წარმატებულ, მშვიდობიან და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, – განაცხადეს ონის მერიაში.