“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლება მარტიდან იგეგმება”

საქართველოში დღეიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა. ყველა ავიაკომპანია, რომელიც საქმიანობს საქართველოში, ქვეყნის ავიაბაზარზე შემოსვლას, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ.
შეზღუდვები მოიხსნა ქუთაისის აეროორტშიც, თუმცა კომპანიები ფრენების აღდგენას მარტიდან გეგმავენ.
“ამ დროისთვის ქუთაისის აეროპორტში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რის გამოც, ჯერჯერობით ფრენების აღდგენა არ იგეგმება. რეგულარული ფრენები,სავარაუდოდ მარტიდან აღდგება”,- აცხადებენ აეროპორტში.
ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები