გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების სტატისტიკა აჭარაში, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა – ბათუმი -73.5%; ხელვაჩაური-81%; ქობულეთი-85 %

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ჯანდაცვის რეკომენდაციის და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდა. მათივე ცნობით, ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით, იმისათვის რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

საჯარო სკოლებში 12:00 საათის მდგომარეობით მოსწავლეთა გამოცხადების სტატისტიკა (I ცვლა):

ბათუმი -73.5%; ხელვაჩაური-81%; ქობულეთი-85 %; შუახევი-93%; ქედა-91%; ხულო- 95%.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები