თელაველმა მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი რეაბილიტირებულ სკოლებში განაახლეს

თელავის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სველი წერტილების რეაბილიტაცია ჩატარდა თელავის N 2, N3, N4, N5, N7 საჯარო სკოლებში, ასევე სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის სანიორის კორპუსსა და სოფელ ფშავლის საჯარო სკოლის ლალისყურის კორპუსში.

დასასრულს უახლოვდება თელავის N6 საჯარო სკოლის შენობისთვის ახალი სველი წერტილების მიშენების სამუშაოები.

გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ქვემო ხოდაშენის საჯარო სკოლის შენობის სახურავს, მოწესრიგდა ელ.გაყვანილობა.

სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში კი შენობის დაზიანებული ნაწილის გამაგრების სამუშაოები განხორციელდა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 669 831 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები