ჩხოროწყუს რესურსცენტრის ხელმძღვანელი – “კანონის ფარგლებში მოხდება რეაგირება და დაისჯებიან დამნაშავეები”

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ყველა იმ საკითხთან დაკვაშირებით, რაც საგანმანათლებლო სისტემას ეხება და შესაბამისად, რეაგირებაც მოხდება, – ამის შესახებ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ლია ჯალაღონიამ მეორე საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ინფორმაცია გაიგო, სამინისტროს აცნობა და დაიწყო შესაბამისი მოკვლევა.

“როგორც კი ეს ინფორმაცია გახდა ჩემთვის ცნობილი და ეს იყო მეორე დღეს,
არაოფიციალურად შემოვიდა სატელეფონო ზარი, დაუყოვნებლივ საქმის კურში ჩავაყენე სამინისტრო. იქ რა თქმა უნდა, დაიწყო მოკვლვევა, აუდიტის დეპარტამენტმა მომცა დავალება და ჩვენც დავიწყეთ მოკვლვეა. ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ხდება დაზუსტება ფაქტების, ინფორმაციის. სამწუხაროდ, მე სახელებს და გვარებს ვერ დავასახლებ, ვინაიდან იდენთიფიკაციის უფლება არ მაქვს. ეს ეხება მოსწავლეებს და უნდა დავიცვათ მათი ინტერესები შესაბამისად როგორც კი გაირკვევა სიტუაცია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში მოხდება რეაგირება და დაისჯებიან დამნაშავეები.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ყველა იმ საკითხთან დაკვაშირებით, რაც საგანმანათლებლო სისტემას ეხება და შესაბამისად, რეაგირებაც მოხდება”, –  განუცხადა “რეგიონულ კვირას“  ლია ჯალაღონიამ.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ჩხორორწყუს მერიასთან მერის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ფაქტს გმობენ და ამბობენ რომ მომხდარზე პასუხისმგებელი დავით გოგუაა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა მერიის  შენობაში შეჭრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები