“მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკები და 13 კმ გზა” – ახალციხეში 14 მასშტაბური პროექტი განხორციელდა

ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში 14 მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მოეწყო 13 კილომეტრი სიგრძის გზა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკები. ამის შესახებ” რეგიონულ კვირას” ახალციხის მერიიდან აცნობეს.

“გაკეთდა სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზა,
აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, წყრუთი-წირას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა,
გიორგიწმინდის და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, ქალაქ ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში საავტომობილო გზა,
ქალაქ ახალციხეში შოთა რუსთაველის ქუჩა, ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩა,
ქალაქ ახალციხეში შოთა რუსთაველის ქუჩა (III ეტაპი),
ახალციხეში, მერაბ კოსტავას, ჯაყელის, საფარის, ასპინძის ქუჩებზე და ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ჩიხები,
საფეხმავლო ბილიკები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა მოეწყო პაატა ნათენაძის, შალვა ახალციხელის, მერაბ კოსტავას და ზურაბ დიდიმამიშვილის ქუჩებზე. მოწესრიგდა თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ძეგლებთან არსებული სკვერები”, – აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები