სოფელ გურჯაანში გზების მოწესრიგებაზე 320 000 ლარი დაიხარჯება

სოფელ გურჯაანში, ქვემო წითელ უბანში, გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მაგი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, იგეგმება შიდა საუბნო გზების მოასფალტება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ საგზაო სამუშაოების დაწყებამდე წყალმომარაგების ქსელი სრულად შეიცვალა.
გზის რეაბილიტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გუმბათი” ასრულებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 320 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები