15 ახალი კოვიდინფიცირებული და 59 გამოჯანმრთელებული – კოვიდსტატისტიკა აჭარაში
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 59 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 34 752-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, კლინიკა19-მა პაციენტმა დატოვა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 209 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 94, ხოლო ონლაინკლინიკაში – 226.