რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გასულ 24 საათში კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მხარის ადგილობრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების და ეპიდემიოლოგების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას 10-მდე ადამიანი გაიტესტა, ამბროლაურის, ცაგერის, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში დაინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. მათივე განმარტებით ბოლო კვირაში დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში საგრძნობლად იკლო, შესაბამისად შემცირდა თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვივ. დღეის მდგომარეობით მხარეში 20-მდე ადამიანი რჩება დაკვირვების ქვეშ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები