კახეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 17-ით გაიზარდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა-15, იმერეთი-37, ქვემო ქართლი-19, შიდა ქართლი-21, გურია-3, სამეგრელო – ზემო სვანეთი-28, კახეთი-17, მცხეთა-მთიანეთი-6, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კოვიდ 19-ის დიაგნოზით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით 16 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები